Web'te Türkçe


   
 
  ცოდვებს რა ვუყოთ

                                   ცოდვებს რა ვუყოთ!

     თუ რომელიმე ადამიანი ცუდ საქმეს ჩაიდენს, დროის დაუკარგავად გამჩენელ ალლაჰს პატიება სთხოვოს და სიცოცხლის უკანასქნელ წვეთამდე გაკეთებული ცუდი საქმე არ დაივიწყოს. იმიტომ რომ ცუდი საქმის დაუვიწყარი ადამიანი სრულიად მორწმუნეა. ადამინი თუ ყოველთვის ალლაჰს გაკეთებული ცუდი საქმის პატიებას სთხოვს ესეც მისი რწმენისაგან გამომდინარეობს. 

        ყველა ადამიანი შეცდომას დაუშვებს, უშეცდომო არავინაა მაგრამ, მთავარია შეცდომას მერე როგორ გაიხსენებს. ჩვენი შუამავალი ასე გადმოგვცემს “ყველა ადამიანი შეცდომას დაუშვებს; შეცდომის დამშვებ ადამიანებიდან ღმერთთან ყველაზე ახლოს პატიების მთხოვნელია.” (ეთ-თაჯ, V, 151). გამჩენელი ალლაჰი წმინდა ყურანში ასე გვიბრძანებს: “თუ თქვენ აკრძალულ დიდ ცოდვებისგან შორს დადგებით, დანარჩენ ცოდვებს გაპატიებთ და ჯენნეთში გამყოფებთ.” (სურა: ნისა 4/31). აიათიდან გამომდინარე გამჩენელი ალლაჰი პატარ-პატარა ცოდვებს გვაპატიებს, მაგრამ როდის ან რა დროს? გამჩენელი ალლაჰი ცოდვებს მაშინ გვაპატიებს როდესაც ჩვენ პატიებას გულით ვთხოვთ და ჩადენილი ცოდვების მონანიებას დავიწყებთ. როდესაც ადამინი რაიმე ჩადენილ ცოდვას მოინანიებს, ეს ცოდვა მან მეორედ არ უნდა ჩაიდინოს, მაგრამ მევლანა გვასწავლის რომ: ათასჯერ მონანიებას თუ გატეხთ, კიდე მოინანიეთ. ჩვენი შუამავალიც ასე გადმოგვცემს: “ზღვის ტალღების მსგავსი (დიდი) ცოდვები რომ გვქონდეს, ვინც ლაა ილაჰე ილლალლაჰუ ველლაჰუ ექბერ, ველა ხევლე ველაა ყუვვეთე ილლა ბილლაჰ, მთქმელ ადამიანს დედამიწაზე ჩადენილი ცოდვები ეპატიება.” (თირმიზი, ვითრ, 15).  ეს იმას ნიშნავ რომ მონანიება სიკვდილამდე შესაძლებელია. გამჩენელი ალლაჰი კიდევ ერთ აიათში ასე გვიბრძანებს:ü “ხანდახან პატარა ცოდვების ჩადენის ერთად, დიდ ცოდვებისაგან და ცუდი საქციელისგან შორს მყოფებმა იცოდნენ რომ, შენი გამჩენი, (ღმერთზე გატოლების გარდა) სხვა ყველაფრის მპატიებელია.” (სურა: ნეჯმ, 53/32). გამჩენელი ალლაჰი მასზე გატოლებას არ გვაპატიებს. ღოდესაც ადამიანი ღმერთზე გატოლებას ცდილობს ის მორწმუნე არ არის და მისთვის ყველაფერი მისაღებია. ფარაონი როდესაც ზღვაში იხრჩობოდა და სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა, მაშინ მოსეს სათაყვანებ ღმერთს მეც ვეთაყვანები წარმოსთქვა, მაგრამ მონანიება ღმერთის წინაშე მიუღებელი აღმოჩნდა. ურწმუნო ადამიანები იმქვეყნად  მასზე სათაყვანოდ დროს ითხოვენ მისგან,  მაგრამ ეს თხოვნა მაშინ მიუღებელი აღმოჩნდება. მონანიება ყველაფრის მკურნალია მაგრამ დროულად უნდა მოვინანიოთ.

         თეოლოგი: თამაზ მგელაძე


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol