Web'te Türkçe


   
 
  მირაჯი

                 მირაჯი

      არაბულად მაღლა ასვლას, ამაღლებას და ღამეში მოგზაურობას ნიშნავს. ისლამში ჩვენი შუამავლის (..)-ის ზეცად ამაღლებას გამოხატავს. ჩვენი შუამავლის ზეცცად ამაღლება ანუ მირაჯი მექქადან მედინაში გადასვლამდე ერთი წლით ან ჩვიდმეტი თვით ადრე რეჯების თვის ოცდამეშვიდე ღამეს მოხდა. მირაჯის საკითხს ორი მხარე აქვს; პირველი ის რომ, ჩვენი შუამავალი მესჯიდი ჰარემიდან ბეითულ-მაქდისში გადავიდა რასაც წმინდა ყურანში ღამეში მოგზაურობა ანუ ისრა სახელით მოიხსენიება. მეორი საკითხი კი, ზეცად ამაღლებას ანუ ბეითულ-მაქდისიდან ზეცაში მოგზაურობას გვისახავს.  მირაჯის საკითხი წმინდა ყურანში მოხსენიებული არ არის, მაგრამ წმინდა ჰადისები ბევრია მირაჯის შესახებ. ჰადისების მიხედვით შუამავალი (..) ქაბაში ან მისი ბიძის ები თალიბის გოგოს უმმუჰანის სახში ძილის დროს ჯებრაილ ანგელოზიმა მკერდი გადაუხსნა, გული ზემზემის წყლით დაბანა და რწმენით და მოთმინებით გული გაუვსო. ბურაყის სახელის მქონე ცხოველზსე შემოსვა და ბეითულ-მაქდისში წაიყვანა. ბეითულ მაქდაში სხვადასხვა შუამავლებს შეხვდა და მისი წინამძღვრობით ლოცვა შეასრულეს. ჩვენმა შუამავალმა ბეითულ-მაქდისიდან ჯებრაის ანგელოზის ერთად ზეცად ამაღლება დაიწყო. ზეცის სართულებზე ადამს (.), იესოს (.) იოანეს (.), იოსებს (.), იდრისს (.), ჰარონს (.), მოსეს (.)  და აბრამს (.)- ესაუბრა. ჯებრაილ ანგელოზმა მეშვიდე ზეცამდე აჰყვა და ასე უთხრა; მე ამის მერე წამოსვლა არ შემიძლია, ამის მერე შენ გააგრძელეო. ამის მერე შუამავალმა (..)-მა რეფრეფის სახელის ცხოველით გზა განაგრძო სადაც სამოთხე და მისი სილამაზე, ჯოჯოხეთი და მისი სიმწვავე დაინახა.  ჩვენს შუამავალს მირაჯის დროს სამი სახეობის საჩუქვარი მიეცა: მიმდევართაგან (ალლაჰზე გამტოლებელთა გამონაკლისი) ყველას სამოთხეში შესვლა, ბაყარა სურას ბოლო აიათები და ხუთი დროის ლოცვა. ამით შუამავლის მოგზაურობა დასრულლდა და მექქაში დაბრუნდა.

    მეორე დღეს შუამავალმა ღამეში ზეცაში ამაღლება გაამხილა. რამაც ურწმუნოების მხრიდან შუამავლის დადანაშაულება და დაცინვა გამოიწვია. ურწმუნოების ასეთმა ქცევამ ბევრი მორწმუნე მუსლიმანი დააეჭვიანა და ბეითულ-მაქდისიდენ მექქაში მოსვლით ჩვენს შუამავალს სხვადასხვა სახეობის კითხვები დაუსვეს რაც შუამავლის გამოცდას ესაბამებოდა. მუსლიმი ძმები შუამავალზე საუბრის შემდეგ ეჭვიანობისგან გამთავისუფლდნენ მაგრამ ურწმუნოები მაინც მათსას გაიძახოდნენ რის შედეგადაც მუსლიმების წინაშე ძლიერი შეტევა გამოიწვია. შუამავლის მარჯვენა ხელად წოდებული წმინდა ებუ ბექირი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ შუამავალი არ დაემცირებინათ და როდესაც ურწმუნოები მას კითხავდნენ მირაჯის შესახებ სიმართლე არის თუ არაო, იგი უყოყმანოდ შუამავალი თუ ამბობს . სიმართლეა და მჯერავსო პასუხს სცემდა. ასეთი ქცევის შემდეგ მას მეტ სახელადსიდდიყ შეარქვს.  ისლამის მცოდნეთა შორის მირაჯის საკითხი საკამათო გახვდა, ზოგი შუამავლის ასეთი მოქმედება ძილის დროს სიზმრად მოხვდაო ამბობდა, ზოგიც კიდე მირაჯი ცხადი იყო და არა სიზმარიო დასტურს იძლეოდნენ. მირაჯის ღამე მუსლიმანთათვის შუამავლის ზეცად ამაღლების ღამედ ითვლება და ამ ღამეს მუსლიმი ადამიანები ლოცვა ვედრებაში ატარებენ დროს რადგანაც ისლამში ეს ღამე მადლიან ღამედ ითვლება. 

 

                           თეოლოგი: თამაზ მგელაძე


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol