Web'te Türkçe


   
 
  ლექსები ისლამის შესახებ

                 ადამის შვილო!

ადამის შვილო, ერთხელ დაფიქრდი

თუ რა მოგელის მომავალშია!

ბედნიერი და მშვიდი ცხოვრება

მხოლოდ, იცოდე, - სამოთხეშია.

ადამის შვილო, ერთხელ დაფიქრდი

და მოიქეცი როგორც წესია!

სხივი მოჰფინე მომავალს შენსას

და არ დატოვო მწარე გესლია.

ადამის შვილო, ერთხელ დაფიქრდი,

ადიდე მხოლოდ ერთი ღმერთია!

არ გაიმწარო მომავალი და

მხოლოდ, იცოდე, - ღმერთი ერთია.

ადამის შვილო, ერთხელ დაფიქრდი,

და მოერიდე ჯოჯოხეთის ცეცხლს.

სცადე ერთხელაც, რომ დაინახო-

ამქვეყნად ტოვებ ოქროსა და ვერცხლს.

ადამის შვილო, ერთხელ დაფიქრდი,

თუ როგორია წარსული შენი.

თუ არ იცოდი თაყვანსაცემი,

მხოლოდ, იცოდე, - არის გამჩენი.

ავტორი: თეოლოგი/ თამაზ მგელაძე

 


     

                                                    



Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol