Web'te Türkçe


   
 
  გართობა

 

 

 

            გართობა

 

ლოცვისა და მუშავის გარდა დარჩენილი დრო, სასარგებლო საქმით უნდა შევავსოთ. ისლამში უქმად გატარებული დრო მიუღებელია. ცარიელი დროის გამოყენება საუკეთესო პირობებიდან ერთად-ერთია. ორი ისეთი საქციელი არსებობს რომ, ადამიანები ამ საქციელს სწორად ვერ გამოიყენებენ. ამათგან პირველი ჯამრთელობა და მეორე თავისუფალი დრო. 

წმინდა ყურანში თავისუფალ დროის ლოცვაში გატარებას გვირჩევს. “უეჭველია რომ ყველა რთულის ერთად იოლი გზაც არსებობს.” ; “დიახ ყველა რთულის ერთად იოლი გზაც არსებობს.”; “თუ ასეა (საქმისგან) განთავისუფლების დროს იშრომე, (ლოცვითა და ვედრებით) დაიღალე” (ელ-ინშირაჰ, 94/5-7). 

“სარგებლობის მოუტანელი საქმეები”-ით დაკავებული ადამიანი, ჩვენს რელიგიაში ერთგულად მორწმუნედ არ ჩაითვლება. რომელი ადამიანიც ასეთ საქმეებს მიატოვებს ეს მისთვის მორწმუნეობის გამომხატველი ნიშანია. 

წმ. ომერმა (ღ.ი.მ.კ) ასე თქვა: მე თქვენსგან არც ამ ქვეყნად და არც საიქიოში არაფერი არ მინდა. თქვენსგან მხოლოდ სასიკეთო საქმის კეთება მინდა. როდესაც ერთ სასიკეთო საქმეს დაასრულებთ სხვა სასიკეთო საქმეზე გადადით და თავისუფალი დრო სასიკეთო საქმეებით შეავსეთ.” ჩვენი რელიგიის მიმდევრები ისედაც ცოტანი ვართ, ამიტომ მუსლიმან ადამიანის თავისუფალი დრო ამქვეყნად არ არსებობს. მუსლიმანი ადამიანისთვის ეს ქვეყანა მხოლოდ სასარგებლო საქმეების კეთებისთვისა შექმნილი, რადგან იმქვეყნად ბედნიერად და ჯეჰენნემის ცეცხლში გაუვლელად ჯენნეთში შევიდეს.  ღმერთამა, ეს ქვეყანა და ქვეყნად მოსაპოვებელი სასარგებლო ქონება თავის მცნობელთათვის გააჩინა. მორწმუნე არის თუ არა ამქვეყნიურ ქონებას ყველა ისარგებლებს. მორწმუნეები ამ ქონების გამოყენებით ღმერთსაც მადლობას გადაუხდიან და ამით იმქვეყნიურ ბედნიერებასაც ეწევიან. აქედან გამომდინარეობს რომ, ამქვეყნადაც და საიქიოშიც მორწმუნე ადამიანისათვის ბედნიერების მოსაპოვებელი ადგილია. “იმათგან ზოგიერთები, ღმერთო ჩემო, ჩვენ ამქვეყნადაც ყველაფერი კარგი მოგვეცი და იმქვეყნადაც, ჩვენ ჯეჰენნემის ტანჯვისგან დაგვიფარე”-ო იტყვიან. (ელ-ბაყარა, 2/201). ურწმუნოები ამქვეყნიური საქონლის მეპატრონის პატივ არ სცემენ და მადლობას არ გადაუხდიან. ჰელალს და ჰარამს არ მოურიდდებიან, იმათ იმქვეყნად ტანჯვა წამება ელოდებათ. “ადამიანებისგან ზოგიერთები, ღმერთო ჩემო, ჩვენ ამქვეყნად ყველაფერი კარგი მოგვეცი, იტყვიან; იმათ იმქვეყნად არაფერი არ ექნებათ” (ელ-ბაყარა, 2/200). ისინი ფიქრობენ რომ: ამქვეყნად მხოლოდ ერთხელ მოვლენ, ყველამ თავისუფლად უნდა იცხოვროს, ჭამოს, სვას, გაერთოს და ილხინოს, რადგან, მათ ასე ჰგონიათ, რასაც მოასწრებენ ის შესრჩებათ.

ისლამში ყველაფერს ერთი საზღვარი აქვს, ვინც ამ საზღვრებს არ გადააჭარბებს, ასეთ ადამიანებისთვის გამჩენელ ალლაჰს, საიქიოში ბედნიერად ცხოვრება უხარებია. 

გართობის ორი სახეობა არსებობს: ამათგან პირველი აუკრძალავი გართობა და მეორე აკრძალული გართობაა.

        ალლაჰიდან აკრძალული მოუწონებელი გართობის გარდა ადამიანებისთვის აუკრძალავი სარგებლობის მომტანი გართობებიც არსებობს. სასარგებლო გართობისგან თუ აკრძალულ სახეობებს უახლოვდება მისი მიტოვება დაშვებულია. ჩვენი შუამავლისგან ჩვენთვის ცნობილი სარგებლობის მომტანი გასართობები ესენია: სირბილი, ჭიდაობა, ცხენოსნობა და ნადირობა. 

სირბილი: ისლამში, ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო ყველა სპორტი ჰელალია. ფულის მოგების მიზნით შესრულებული სპორტის ყველა სახეობა აკრძალულია, რადგან აზარტულ თამაშად ითვლება.

ჭიდაობა: მუჰამმედ შუამავალს იმ დროისთვის ცნობილ მოჭიდავე რუქანზე უჭიდავია და მოუგია. სხეულის განვითარების და გაძლიერებისთვის ვარჯიში სასარგებლოა. 

ცხენოსნობა: ცხენოსნობა ყველასათვის ცნობილი სასარგებლო გართობაა. შუამავალსაც ასე უბრძანებია: ცხენოსნობას მიყევით, იმიტომ რომ, ის სასარგებლო გართობაა.

ნადირობა: ნადირობაც ცნობილი გართობებიდანაა. ნადირობა სპორტშიც და გართობაშიც ითვლება თან მომგებიანიცაა. ყურანი გვამცნობს რომ, “ჰაჯზე ან უმრეზე ყოფნის დროს ნადირობა აკრძალული” (ელ-მაიდე, 5/95-96). 

აკრძალულ გართობში კი აზარტული თამაშები და საბედისწერო თამაშებია გაერთიანებული. რომელ თამაშშიც აზარტი არსებობს ის თამაში ჰარამია. საბედისწერო თამაშით ადამიანს შეილება სიმდიდრემ ან სიღარიბემ დაემუქროს. ამასთან ერთად აზარტული თუნდ იყოს თუნდა არა, ფულზე თამაში აკრალულია.

რადიო და ტელევიზიაც გართობის ერთ-ერთი საშუალებაა. კარგი მიზნებით და რაიმეს სწავლისთვის თუ გამოიყენებ მაშინ შეიძლება; ცუდი მიზნებით და რაიმე ცუდის სწავლისთვის თუ გამოიყენებ მაშინ ჰარამია (არ შეიძლება).

მუსიკით და სიმღერით გართობა შეიძლებელია,  მაგრამ ნორმალურ საზღვრებს არ უნდა გადაცდე რადგან დღევანდელი მუსიკა და სიმღერები სამწუხაროდ ადამიანს იზიდავს და მას ყველაფერს ავიწყებს.  უდიდესმა ალლაჰმა დაგვიფაროს ყოველგვარი ცდუმელიბისგან. ამინ.

 

 

                                      თეოლოგი:  თამაზ მგელაძე

 


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol