Web'te Türkçe


   
 
  სამართლიანობა

 

 

                                         სამართლიანობა

     სიტყვა სამართალი: ყველაფრის თავის ადგილას დალაგებას, ყველა ვითარების დროს ზომიერ ფარგლებში ყოფნას და ყოველთვის მართებულად  მოქმედებას ნიშნავს. ისლამში სიტყვა სამართალი და სამართლიანობა მთავარ ბოძად არის გამოყენებული, რომლის გარეშეც მოქმედება შეუძლებელია. უსამართლობას ისლამი კრძალავს და წმინდა ყურანჩიც სამართალსა და სამართლიანობის შესახებ მრავალ აიეთი არის მოცემული. წმინდა ყურანში უზენაესი ალლაჰი სამართლიანობას და მოწყალებას ბრანებს (ნაჰლ 16/90). სამართლიანობის შესახებ ჩვენი შუამავალი ასე ბრძანებს: წარღვნის დღეს უზენაესი ალლაჰის წინაშე ყველაზე საყვარელი და ალლაჰთან ახლოს მყოფი სამართლიანი სახელმწიფო მეთაურია (თირმიზი, აჰქამ, 4). ამასთან ერთად სამართალი საზოგადოების მაკონტროლებელი სიტყვა. სამართლიანობა კი ადამიანის ერთ-ერთი საუკეთესო ჩვევაა. სამართლიანი ადამიანი ყოველთვის სიმართლეს იტყვის და ტყუილს მოერიდება. ადამიანს სამართლიანობა სხვადასხვა ცდუნებებისგანაც იცავს განსაკუთრებით ტყუილისგან. ტყუილი უზენაესი ალლაჰის მიერ აკრალული ჩვევაა. Aმის შესახებ ჩვენი შუამავალი ასე ბრძანებს: "სიმართლე სიკეთისკენ წაგვიყვანს; სიმართლე კი სამოთხისაკენ. კაცი გამუდმებით სიმართლის თქმით ალლაჰის წინაშე მართალ კაცად დაიწერება. სიცრუე ბოროტებისაკენ წაგვიყვანს; ბოროტება კი ჯოჯოხეთისაკენ. კაცი გამუდმებით ტყუილის თქმით ალლაჰის წინაშე ცრუდ დაიწერება." (წმინდა ჰადისი)

    ამ ხადისის მიხედვით თუ ვიმოქმედებთ მაშინ სიკეთის გზას უფრო დავეყრდნობით ვიდრე ბოროტებისას. სამართლიანობა ყველგან და ყოველთვის მოსაწონი რამეა რომლითაც ადამიანი ყოველთვის იამაყებს მაგრამ უსამართლობა ყველასთვის მოუწონარი და შეუფასებელი ცუდი საქციელია. ყველა ადამიანს სურს რომ სამართლიანი და კეთილი იყოს მაგრამ მას სატანა თვალებს აუხვევს და ცუდ გზას დააყენებს. ყველა ადამიანი როდესაც უსამართლოდ მოიქცევა მას სინდისის ქეჯნა შეაწუხებს რომლის გამოსწორებას ეცდება, მაგრამ სამწუხაროდ როდესაც ადამიანი შეცდომას დაუშვებს მას სხვადასხვა სახეობის შეცდომებიც მოყვება, ეს ისეთია როგორც ბუშტი, მას თუ ერთი მხრიდან ნახვრეტს გაუკეთებთ იგი ნელ-ნელა დაცლას დაიწყებს. ეს იმის მაგალითია რომ თუ ადამიანი შეცდომას დაუშვებს მის გულიდან რწმენა ბუშტის მსგავსად დაიცლება. ჭმინდა ყურანში: უზენაესი ალლაჰი, სამართლიანობას, სიკეთის კეთებას, ახლობლებზე დახმარებას ბრძანებს; უმართებულობას, სიბოროტეს და გადაჭარბებას კრძალავს. რჩევას გაძლევს თქვენ რომ, დაფიქრდეთ და სიტყვას არ აუქციოთ.”(ნაჰლ, 16/90)

     მოცემულ აიათში უზენაესი ალლაჰი სამ სასიკეთო რამეს და სამ ცუდ საქციელისგან დაშორებას გვიბრანებს. ადამიანისათვის სამართლიანად ყოფნა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საამაყო საქციელია. ამასთან ერთად სამართლიან ადამიანს სიკეთის კეთება არ მოსწყინდება და ახლობლებს ყოველთვის დაეხმარება. ამ სამი რამისგან მთავარი ე.ი სამართლიანობა ყოფილა რომელსაც ალლაჰი პირველ რიგში ბრძანებს. უსამართლოებას, ბოროტებას და გადაჭარბებულ საქმეებს კრალავს რათა ყველა ადამიანი ერთნაირი უფლებების მქონე იყვნენ. რომელი ადამიანიც უსამართლოდ იქცევა საზოგადოების წინაშეც დამცირეულია და ყველასგან შორს ყოფნას მოინდომებს, მაგრამ სამართლიანი ადამიანი ყველას უყვარს და ყოველთვის საზოგადოებასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს აგრძელებს. 

                                                თეოლოგი: თამაზ მგელაძე

 

Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol