Web'te Türkçe


   
 
  გზა გადარჩენისა

            

                            გზა გადარჩენისა

        ცხოვრება მძიმე და ძალძედ რთულია. როდესაც მოევლინება სამყაროსის დროებით სამყოფს, ანუ როგორც იტყვიან წარმავალი ქვეყნისნაწილი ხდება. მას დაბადებისთანავე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება საზოგადოების, საკუთარი თავისა და გადარჩენის წინაშე, რაც ისლამის რწმენით ალლაჰის ცნობათა დაყურანის სიყვარულით მიიღწევა. მან ხომ ამ ქვეყნადაც საკუთარი ადგილი უნდა იპოვოს და იმქვეყნად პირნათლად მისვლისას არ უნდა ეშინოდეს. ეს მართლაც დიდი ტვირთია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, ცხოვრება დასასვენებელი სახლი არ არის. ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებით, შრომითა და პატიოსნებით ის ქვეყანაც უნდა მოვიპოვოთ. განა რას გვავალებს ისლამი ისეთს, რომ თითოეულ ჩვენთაგანს მისი შესრულება არ შეუძლია? იმას რომ ცუდი არ უნდა ვაკეთოთ? თავზე დავიფაროთ? ქალი კაცს არ უნდა დაემსგავსოს და კაცი ქალს? წელიწადში ერთხელ ვიმარხოთ? მოწყალება გავიღოთ? ან კიდე დღეში 5 დროის ნამაზი ვილოცოთ? ნამაზი ხომ სისუფთავეა. დღეში ადამიანი 5-ჯერ ადამიანი განიბანება და სუფთავდება. სისუფთავეც კი როგორც წმინდა შუამავალი (ს.ა.ვ) ამბობს: “სისუფთავე რწმენის მენახევრეა“ მის ნათქვამს პატივი ვცეთ და მადლი მოვიგოთ და კიდევ ბევრი რამ... მაგრამ, ისეთი არაფერია რასაც ჩვენ ვერ შევასრულებთ და ჩვენს ძალებს არ აღემატება. მაგრამ, .. აი სწორედ ეს მაგრამ გვღუპავს თითოეულ ჩვენგანს. ბევრჯერ ვიტყვით, თუნდაც ჩემს შემთხვევაში რა ვქნათ ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მთავარია ხომ გვწამს და ა.შ. შეიძლება იმასაც დავაბრალოთ, რომ არ ვფლობთ იმდენ ინფორმაციასრამდენსაც ისინი, ვიც მუსლიმანურ სახელმწიფოში ცხოვრობენ. მაგრამ დღეს არც ეს აღარ არის პრობლემა იმ ახალგაზრდების დახმარებით, რომლებიც ისეთ სასიხარულო საქმეს აკეთებენ როგორიცაა: მუსლიმანური საიტების, ჯურნალებისა და წიგნების გამოშვება. ყოველივე ეს კი ჩვენთვის ხელმისაწვდომია. ბოლოს კი მაინც იმ აზრამდე მივდივართ რომ, რაღაცის ძიებაში და ამა თუ იმ რაღაცაზე გადაბრალებაში კი არ უნდა ვიყოთ, შეცდომა და დანაშაული საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ და რაც მთავარია აღმოვფხვრათ. გამჩენელი ღმერთი, კი მოწყალეა და ყველაფერს შეგვინდობს. და კიდევ ამ ყველაფრის უკან ეშმაკი დგას რომელსაც ჩვენი ცდუნება უნდა და იმქვეყნიური სასუფეველის დაკარგვა. მაგრამ თუ ვიქნებით ძლიერები, გულით თუ შევიყვარებთ ისლამს, დავიცავთ მის წესებს, სწორედ ეს ყველაფერი იქნება ეშმაკთან დიდი ჯიჰადის წინაპირობა და გამოჩნდება ნათელი გზა გადარჩენისა. ღმერთმა შეგვიწყალოს ყველა მუსლიმანი. ამინ

                                                                                ნატო ქათამაძე

 


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol