Web'te Türkçe


   
 
  მართალი მუსლიმანის გამსხვავება

                    მართალ მუსლიმანის განსხვავება 

ადამიანის ყველაზე დიდი ბედნიერება მუსლიმანად ყოფნაა. მუსლიმანად ყოფნა ამქვეყნად და იმქვეყნადაც ბედნიერებას ნიშნავს. რომელი ადამიანიც მუსლიმანი არ არის, ის ადამიანი როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს ამქვეყნად, საბოლოოდ უბედურება ელოდება.

მუსლიმანსა და არამუსლიმანს შორის, რელიგიის მიხედვით თეთრსა და შავს შორის განსხვავების მსგავსია. გამჩენელ ღმერთს მუსლიმანი ადამიანები უყვარს მათ შეიბრალებს, ცოდვებს შეუმცირებს, მათ ჯენნეთით სამუდამოდ დააჯილდოვებს. ურწმუნოს ისე მუსლიმან ადამიანის საპირისპიროდ, სამუდამო ჯეჰენნემს ცეცხლში ყოფნას მიუსჯის. კარგი, ორი ადამიანის ასეთი განსხვავების მიმცემი რა არის? როდესაც ორივე ღმერთის გაჩენილია. ერთნაირად ორივე დედამიწაზე ცხოვრობენ, ერთ ჰაერს სუნთქავენ, ერთნაირად საჭმელს ჭამენ და ერთნაირი კანონების ქვეშ იმყოფებიან. მორწმუნესა და ურწმუნოს შორის განსხვავება მარტო ერთის აბდულლაჰ, მეორეს გეორგე სახელის ტარებიდან განსხვავდებაა? ერთის მხრიდან ღორის ხორცის ჭამა, მეორეს მხრიდან უჭმელობა, ერთის მათრობელა სასმელების დალევით, მეორეს დაულევლობით ასეთი დიდი განსხვავება შეიძლება რომ იყოს?

ადამიანის, დედამიწაზე ცხოვრებისთვის მნიშვნელობის მისაცემად, რაოდენ სწავლა-განათლება სჭირდება, მაგრამ ადამიანი იმქვეყნიურ სამუდამოდ ყოფნისთვის სულაც არ ფიქრობს. ადამიანი რომელიც აღიარებს ისლამს და მის კანონებს არ დაემორჩილება ასეთი მუსლიმანი მუსლიმანად არ ჩაითვლება. მუსლიმანი ადამიანია ის, ვინც ენით „ღმერთი ერთია, მუხამმედ შუამავალი მისი ყულია“ წარმოსთქვამს და გულით დადასტურებს. მუსლიმანობა ადამიანისთვის ღმერთიდან ყველაზე დიდი საჩუქარია. მერჰუმ მევდუდუს ნათქვამის მსგავსად, მუსლიმანი ვარ მთქმელი ადამიანი თუ ურწმუნოს მსგავსად ისლამის არაფერი არ გაეგება, ღმერთის მორჩილება თუ გულში არ აქვს და ცხოვრებას ცუდი საქმეების კეთებით ატარებს, ეს ადამიანი ურწმუნოსგან განსხვავებულად შეიძლება რომ ჩავთვალოთ? ვერავინ ვერასოდეს, მხოლოდ სახელის ტარებით ურწმუნო ან მორწმუნე ვერ გახვდება. მხოლოდ ექვსი შვიდი სიტყვის წარმოთქმით ვერც ურწმუნო მორწმუნე ვერ გახვდება და ვერც ჯეჰენნემიდან ჯენნეთში ვერ შევა. მართლა მუსლიმანი ის არის ვინც მუსლიმანურ კანონებს ემორჩილება. „ღმერთი ერთია, მუხამმედ შუამავალი მისი ელჩია“ ენით წარმოთქმის და გულით დადასტურების დროს, ადამიანსა და გამჩენელ ღმერთს შორის ყველაზე სერიოზულ შეთანხმებაზე ხელის მოწერაა. ხოლო არიან ადამიანები რომლებიც ენით ამბობენ და გულით არ სწამთ, ამათი შეთანხმება მიუღებელია. მუნაფიყების გაკეთებული შეთანხმებაც ასეთია. „ალლაჰი უნდათ მოატყუონ და, ვინც იწამა, ისინი; ოღონდ საკუთარ თავს ატყუებენ მხოლოდ და არ ესმით“.(ბაყარა.9)

მორწმუნოეობა, დანებებას-მორჩილებას, ურწმუნოება კი უაროფას და დაუჯერებლობას ნიშნავს. მუსლიმანი მის გამჩენელს იცნობს, მის აკრძალულებს მოერიდაბა ისე იცხოვრებს, ასე გამჩენელ ღმერთის წინაშე ძვირფასი გახდება. ურწმუნო კი, გამჩენელ ღმერთს არ იცნობს, მის აკრძალულებს არ მოერიდება ისე იცხოვრებს, ასე ალლაჰის წინაშე მის ძვირფასეულობას დაკარგავს. ასე რომ, მორწმუნე „ეხსენი თეყვიმ“ ურწმუნო კი, „ესფელე საფილინ“ წარსდგება საიქიოს.

ადამიანი დედამიწაზე კარგად ყოფნისთვის რაღაც სპეციალობის მისაღებად რამოდენიმე წელიწადს ისწავლის და ბევრ ფულს დახარჯავს. საუკეთესო მასწავლებელი, ექიმი, ეკონომისტი, ან მენეჯერი ვარ, ერთი თქმით ვინმე გამხვდარა ჯერ? მუსლიმანი ადამიანიც, მუსლიმანი ვარ თქმით, მუსლიმანი ვერ გახვდება. მარტორ ორი სიტყვის თქმით ადამიანი ჯენნეთში ვერ შევა. „ადამიანებმა მხოლოდ, ჩვენ ერთი ღმერთი ვიწამეთ თქვეს და რა ჰგონიათ იმქვეყნიურ გამოცდას ჩააბარებენ? (ანკებუთ 2).

ღმერთის ერთობა და მუხამმედ შუამავლის დაჯერება ისლამის შესავალია, ერთი შეხედვით მუსლიმანობის დასაწყისია. ადამიანი ღმერთიდან გარდმოვლენილ ძალაუფლებაზე დაპატრონებას იწყებს. ეს ადამიანი ნელ-ნელა გულით რწმენას ეუფლება და ისლამის გზას მიყვება. ისლამის სავალდებულო საქმეების კეთებას იწყებს, ხოლო აკრძალულ ცუდ საქმეებს უფრთხილდება.

ურწმუნოსა და მორწმუნეს, სხვადასხვა ხარისხის მდგომარეობები აქვს. ჯენნეთისა და ჯეჰენნემის სხვადასხვა ხარისხის მდგომარეობას ეს გვიჩვენებს. წმ. ებუ ბექირის რწმენა და ნებისმიერი სხვა მუსლიმანის რწმენა, ებუ ლეჰების ურწმუნოება და ნებისმიერი სხვა ურწმუნო ერთნაირი არ არის და ამათთვის ჯენნეთიც და ჯეჰენნემიც დაყოფილია. ამისთვის რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ: „ ვინც მისთვის ისურვებს და მის მუსლიმან ძმას არ უსურვებს, ის ადამიანი მუსლიმნად არ ითვლება.“(ბუხარი). ომერ ბ. აბდულაზიზ, ადიი ბ. ადიიესთან გაგზავნილ წერილში ასე ეწერა: „რწმენასთან დაკავშირებული ზოგიერთი სავალდებულო საკითხები არის, ზოგიერთი ზომები, საზღვარი და ზრდილობა აქვს. ვინც ამათგან ყველას სრულყოფილად შეასრულებს რწმენა სრულყოფილი ექნება, ხოლო ვინც ამათგან ყველას სრულად არ შეასრულებს რწმენა სრულყოფილი არ ექნება.“(ბუხარი).

ზოგადად რწმენის მიღება, ენით აღიარება, გულით დაჯერება და საქმით დადასტურებაა. კარგი, დღესდღეობით ჩვენ წმ. ყურანში მოცემულ ბრძანებებს როგორც არის ისე ვასრულებთ? მუსლიმანი და ურწმუნო, მუსლიმანი და შეუცოდვებელი, მუსლიმანი და მატყუარა შეიძლებაა? წმ. მუხამმედ შუამავალი ბრძანებს: „ხარბობა და რწმენა, შური და რწმენა, ამაყობა და რწმენა ერთ გულში არ იარსებებს.“ ასეთი ადამიანები რატომ თავისთავს არ შეხედავენ, რატომ სხვაზე არ დაფიქრდებიან, ასეთი გულის მატარებელი შეიძლება რომ მუსლიმანი იყოს?

დღესდღეობით ადამიანები ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყვენ, იმიტომ რომ, მილიონობით წიგნია ისლამის შესახებ და უამრავ წიგნში საუკეთესოდ არის მოცემული ისლამის დასაწყისი. გავიხსენოთ წმ. ომერი როგორ აწამებდა მუსლიმნებს, მაგრამ თვითონაც მუსლიმანი გახვდა და ისლამს ნათელი მოჰფინა, ეხლა რა გვიშლის ხელს, რატომ სწორ გზაზე ყოფნისას მცდარ გზას მიუყვებით? მბრძანებელ ერთი ღმერთის წინაშე მის ბრძანებების სრულიად შესრულებაზე ვიფიქროთ და რწმენის გარეშე მუსლიმანი ვარ თქმას მოვერიდოთ. მუნაფიყიდან ან კიდევ ურწმუნოდან გავმსხვავდეთ. „ღმერთი ერთია, მუხამმედ შუამავალი მისი ყულია“ ენით წარმოვთქვათ გულით ვიწამოთ და საქმით დავადასტუროდ. “
                                              თ. მგელაძე



         


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol