Web'te Türkçe


   
 
  მე ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი

 

 

 

მე ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი

 

        მე ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი, შენი სახელის გაგონებაზე თავი უნდა დამეხარა, ცეცხლი უნდა გამჩენოდა გულში, მუხლი უნდა მომედრიკა, ჭკუიდან უნდა გადავსულიყავი, შენი სახელი უნდა მხსომებოდა მაშინაც კი, როცა ჩემი საკუთარიც დამავიწყდებოდა, მაგრამ ეს არავის არ უნდა გაეგო, ქვეყნიერების დასასრულამდე უნდა დამემალა ჩემში, მე ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი, გაზაფხულზე აპრილის წვიმიან ღამეს სიმღერისას, კარზე ყოველი დაკაკუნებისას შენი ლოდინის გამო უნდა მივახლოვებოდი კარებს, და ღამით ვარსკვლავები რომ მოეფინებოდა ზეცას, შენს სანახავად უნდა ჩამძინებოდა.

        შორედან ფეხის ხმა, შენი ხმა უნდა მსმენოდა, და შენი მოლოდინით დავღლილიყავი, ლამაზი სიმღერა ვისაც არ უნდა ემღერა, მე მხოლოდ შენთვის უნდა მესმინა, შენ ხარ ყველაზე საყვარელი ადამიანი, ყველა სიმღერა თუ ხოტბა შენთვის უნდა მოეძღვნათ, მაგრამ ეს არავის არ უნდა სცოდნოდა, ქვეყნიერების დასასრულამდე უნდა დამემალა ჩემში, ასეთი არ უნდა ვყოფილიყავი, ტაიფს როცა გაიხსენებენ , ტაიფში ქვების ნასროლი კვალი მე უნდა დამმჩნეოდა სახეზე, უჰუდის ხსენებაზე კი საკუთარი კბილის სიმწარე უნდა მეგრძნო, შუამავლის იქ დაკარგული კბილის სანაცვლოდ, ჰარემში კი ნამაზის ლოცვისას ბოროტთა და უგუნურთა თვალნი როცა მოგეპყრო, როცა ხელი აღმართეს შენზე, მე უნდა შევმკრთალიყავი, და სუნთქვა შემკროდა. მარადიულობაზე სესასვლელად რომ ემზადებოდი, მარადიულობა კი შენს დასახვედრად ირთვებოდა, წარმომედგინა თითქოს ფანჯრიდან გაყოლებდი თვალს და ფარდების უკანასკნელად ჩამოხურვის მსგავსად დამეხუჭა თვალი, მერე კი შენი, ჩვენთან მწყალობად გამომგზავნი დიადი ღმერთი მეხსენებინა ალლაჰ! და ძირს დავვარდნოდი, მაგრამ ეს არ არის საქმის ცოდნა, ქვეყნიერების დასასრულამდე უნდა დამემალა ჩემში, და განკითხვის დღეს შორიდან გამოგიყურებდი, შენთან მოახლოებას ვცდილობდი, მაგრამ არ მომიშვი, სად შენ და სად მასთან მიახლოვებაო მითხარი, მეკი ხმა ავიმაღლე ტირილისაკენ, ცემსკენ რომ გამოიხედე ჩემთვის სამოთხე შენი მომზერალი თვალები იყო, და ის რომ გაიღიმო, მაგრამ ეს ყველამ უნდა იგემოს, უსასრულობამდე დარჩები ჩემში.

 


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol