Web'te Türkçe


   
 
  ისლამის გზა
                ისლამის გზა 

  როგორც ვიცით რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა რელიგია ისლამია. ისლამი ბრძანებს იმას რაც ყველა ადამიანისთვის საჭიროა. ეს არამარტო ისლამის მიმდევრებმა არამედ სხვა რელიგიის მიმდევრებმაც კარგად იციან. ჩვენი მიზანია რომ, ხალხი სწორ გზაზე დავაყენოთ და აუხსნათ თუ რას ქადაგებს ისლამი. წმ. ოსმანის (ღმერთი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოცემით ჩვენი შუამავალი ასე მოგვიწოდებს მუსლიმანებს: „თქვენთვის ყველაზე საუკეთესო ის არის ვინც ყურანს ისწავლის და სხვასაც ასწავლის.“ ეს იმას არ ნიშნავს რომ, მარტო ყურანი ვისწავლოთ და მარტო ყურანი ვასწავლოთ, ეს იმას ნიშნავს რომ, ყველა მუსლიმანი ვალდებულია ისწავლოს ისლამის გზა  და ასწავლოს სხვასაც. ყველა მუსლიმანი ვალდებულია რომ, მისთვის რასაც ისურვებს სხვასაც ის უსურვოს. ისლამის გზის მიმდევარი ადამიანი თავისი პატარა ცხოვრებით ბედნიერად ცხოვრობს, მდიდარია თუ ღარიბი, ღმერთს მადლობას უხდის რაც გააჩნია იმისთვის. ისლამის გზის მიმდევარისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიმდიდრე ის არის რომ მუსლიმანია.  გამჩენელი ღმერთი წმ. ყურანში ასე გვიბრძანებს: „ისლამში ძალდატანება არ არსებობს, გზა ჭეშმარიტებისა ნათლადაა ცნობილი ცდომილებისაგან.“ ჩვენ არ შეგვიძლია ვინმეს ძალა დავატანოთ ყველას მისი რწმენა გააჩნია მაგრამ, იმის შესაძლებლობა გვაქვს რომ, ყველას სწორი გზა აუხსნათ და დავანახოთ. სამწუხაროდ ყველა ადამიანი ამ ჭეშმარიტებას ვერ ხედავს და ყველაზე სამწუხარო ის არის რომ, ვინც ხედავდა ისინიც თვალებს ხუჭავენ ნელ-ნელა. ამქვეყნურ მცირე ბედნიერებისთვის სამუდამო უბედურებისკენ მიეშურებან. ყველა ადამიანს ვუსურვებ სწორი გზის დანახვას და ბედნიერად ცხოვრებას. ის ადამიანები რომლებიც ამქვეყნიურ ბედნიერებისთვის სამუდამო ბედნიერებას კარგავენ იმედია მალე თვალებს გაახელენ და დაინახავენ ისლამის გზას.

                                      თამაზ მგელაძე

 



Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol