Web'te Türkçe


   
 
  პირადულის ხელყოფა

         პირადულის     ხელყოფა

  ალბათ ყველას ესმის რას ნიშნავს სიტყვა პირადი, და პირადული. პირადი ანუ ჩემი, რაც მე ინდივიდს მეკუთნის და მისი ხელყოფა არავის შეუძლია. ყველამ, ყველას პირადულს პატივი უნდა ვცეთ და მის დაბლოკვას, შეურაწყოფასა და უატივცელობას არ უნდა შევეცადოთ. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ დიდად აღმაშფოთა იმ ფაქტმა როცა ტელევიით მოვისმინე თუ როგორ დევნიან და ავიწროებენ საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმან ხალხს, კერძოთ კი ჩაცმულობაზე. ეს ხომ აბსურდი და მიუღებელია. რელიგიის შევიწროება ყოვლად დაუშვებელია. როცა მთელი მსოფლიო აღიარებს და ამბობს იმას, რომ ყველა რელიგიას პატივი უნდა ვცეთ, ეს როგორ შეიძლება არა? თუ ისლამს პატივს ვცემთ, რატომ არ უნდა ვცეთ პატივი იმ ჩაცმულობას? ის ხომ მისი ნაწილია და არა რაღაც გამოგონილი. არ არსებობს რელიგა რომელსაც ასეთი გამოკვეთილი დეტალები არ ჰქონდეს, თუნდაც ჩაცმულობის, მიმდევრობის ან სხვა რამის მხრივ. მაგარამ ჩვენ ამ ყველაფერს პატივი უნდა ვცეთ. ვინაიდან რელიგია და მისი წესები ძაზედ პირადუი რამაა, ის თითოეული მიმდევარისა და თითოეულ მიმდებარს ეკუთვნის. ამიტომ, მისი უპატივცემლობა დაუშვებელია. როგორ შეიძლება მუსლიმანი ქალის ჩაცმულობამ შიში გამოიწვიოს საზოგადოებაში. ქალი ხომ ამას რელიგიურად აკეთებს, ანუ იცავს ღვთის მიერ დადგენილ წესებს, ანუ ასრულებს იმ წესს რაც მის რელიგიას ეხება. ამიტომ როცა რაღაც ღვთის სიყვარულით და რელიგიიდან გამომდინარე კეთდება ვერ წარმომიდგენია ის როგორ უნდა იყოს საშიში ან რა საშიშროება უნდა გამოწვიოს. როგორ შეიძლება ასეთი არგუმენტის მოყვანა. როგორც რელიგიებია გამსხვავებული ტრადიციებიც შესაბამისად გამსხვავებულია და სწორად ამ რელიგიურ ტრადიციებს უნდა ვცეთ პატივი. ამიტომ ასეთი რამ, საზოგადოებაში და სახლმწიფოებაში პოლემიკიას არ უნდა იწვევდეს.

                                      ნატო ქათამაძე

 


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol