Web'te Türkçe


   
 
  ისლამში ქალის ღირსებები



        ისლამში ქალის ღირსებები
    ძალიან ხშირად მიწევს კამათი იმის თაობაზე, რომ თავის დროზე ისლამმა უმეცრებისა და სიბნელისაგან გადაარჩინა და ფასი მისცა, რომ ისლამამდე ქალი როგორც ნივთი ისე იყიდებოდა. საგოდაობაში არავითარი ადგილი და დაფასება არ ჰქონდა. რატომღაც ჩემი თანატოლები ფიქრობენ, რომ ისლამი ჩაგრავს ქალებს და არავითარი და არავითარ ადგილს არ უმკვიდრებსსაზოგადოებაში, ალბათ იმიტომ რომ ისლამის შესახებ არაფერი არ იციან. ანდა ისლამის შესახებ როგორ ეცოდინებათ, როცა თავიანთი რწმენის შესახებ არ იციან ბევრი რამ, ყველაზე დიდ პრობლემად კი ქალის ჩაცმულობა მიაჩნიათ, მე კი მათ ყოველთვის ერთ კითხვას ვუსვამ. როცა ძვირფასი ნივთი გაქვთ როგორ ინახავთ მეთქი? ისინი კი მეუბნებიან, რომ აუცილებლად შეფუთავენ და სანდო ადგილს მიუჩენენ, ხოდა მეც მათ ვეუბნები ღმერთისთვის ქალი იმდენად ძვირფასია, მათი შეფუთვა მოინდომა - მეთქი. 

 
ქალი საერთოდ ნაზი არსებაა, ზოგჯერ იმდენად გაბედულია, რომ ბრძოლის ველზე უკან არ დაიხევს და ის იმდენად სრულყოფილია პირველი მუსლიმანი გახდა. ისლამმა ქალს ოჯახსა და საზოგადოებაში ნამდვილი ადგილი დაუმკვიდრა. ჩემი აზრით მხოლოდ ისლამის მიმდევარი ქალბატონები კი არა, არამედ მთელ მსოფლიოს ქალბატონები უნდა იმოსებოდნენ ისე როგორც ისლამი მოგვიწოდებს, რომ თავიანთი ღირსებები შეინარჩუნონ.

  დღეს ხშირად ვხვდები ქუჩაში თავდახურვილ მანდილოსნებს, რაც ძალიან მახარებს.

                                       ნათია ზანდარაძე

 

   







Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol