Web'te Türkçe


   
 
  ჰოი ალლაჰის შუამავალო

 



                                   ჰოი ღმერთის შუამავალო!


    ქება-დიდება მხოლოდ შენ გეკუთვნის, ძვირფასო და საყვარელო ალლაჰის შუამავალო!. შენა ხარ სამყაროს ვარდი, სანატრელი და დაუვიწყარი, ნეტავი იმას ვინცç შენს ნაქადაგებ რელიგიას მიყვება და მტკიცე გზას არ ასცდენია. შენს სიყვარულსა და სამართლიანობას ვერცერთი ენა და ვერრავინ აღწერს სიტყვით. უზენაესი ალლაჰი შენთვის ასე ბრძანებს: “ის მორწმუნე ადამიანთა შემბრალო და მპატიებელია.”

    ჰოი ალლაჰის შუამავალო! შენი სიყვარულით უზენაესი ალლაჰის წინაშე შენს შესახებ წიგნის დაწერაც გავბედე და მსურს რომ მთელ მორწმუნე ადამიანს შენთვის ნაბოძები რელიგია სრულყოფილად მივაწვდინო. ალლაჰისგან შენთვის ნაბოძებ რელიგიის როგორც შენ იქადაგე მტკიცედ ისეთნაირად მტკიცედ ქადაგება მსურს. უზენაესი ალლაჰის დახმარებით წმინდა და მტკიცე რელიგია თქვენი წყალობით ჩემამდე მოაღწია, მე კი ალლაჰის დახმარებით ისეთ ცოდნას მივაღწიე რომ სხვაზე რელიგიის ქადაგებაც დავიწყე. ეს ყველა მორწმუნე ადამიანს წილად არ ერგება, ამიტომ დალოცვილი იყოს ყველა მორწმუნე ადამიანი და ისლამის გზას არასოდეს ასცდენოდეს. ნეტავი ის დღე მომესწრებოდეს რომ სამყაროზე ერთი და დაუსრულებელი რელიგია ისლამი მეფობდეს. 

    ჰოი მორწმუნენო! დროზე გონს მოდით და ისლამს კარგად ჩაეჭიდეთ. წმინდა შამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩვენ წმინდა ხადისში ასე გვამცნო: “თქვენს შორის ორ რამეს ვტოვებ. ჭეშმარიტ გზას არ აცდებით მანამ, სანამ მას ჩაეჭიდებით. ერთი ალლაჰის წიგნია, მეორე შუამავლის სუნნეთი.”  შაყვარელი შუამავლის დარიგება ყველა მორწმუნესთვის მისაღები უნდა იყოს და მის ნაბრძანებს კარგად უნდა მოუსმინოთ და სრულყოფილათ უდა დავემორჩილოთ.

                     თეოლოგი: თამაზ მგელაძე

 


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol