Web'te Türkçe


   
 
  მე ვარ ქართველი

მე ვარ ქართველი

ნეტა რად მომდის ცრემლი თვალიდან

ხომ შევიყვარე ქართველი ერი

გულით ვწამე ენით წარმოსთქვი

მე ვარ ქართველი! მე ვარ ქართველი!

             ნეტა რად მომდის ცრემლი თვალიდან

            ხომ ვაღიარე, რომ ვარ ქართველი

ბევრსა ჰგონიათ მე ვარ თათარი

და არ მიმიღო როგორც ქართველი

ნეტა რად მომდის ცრემლი თვალიდან

ნუთუ იმიტომ რომ ვარ ქართველი

გული შემტკივა სამშობლასათვის

შეცდომას უშვებს ბევრი ქართველი

ნეტა რად მომდის ცრემლი თვალიდან

თუ გამიღიმებს ოდესმე ბედი

წამოვიძახებ მე ვარ ქართველი!

და გადაუფრენს მაღალ მთებს გედი

ნეტა რად მომდის ცრემლი თვალიდან

თუ გადაუფრენს მთებს თეთრი გედი

მე ვარ ქართველი! მიყვარს სამშობლო!

ეს არის ჩემი, პატარა ბედი.                                

 

     ავტორი: თამაზ მგელაძე

 


Facebook beğen
 
 


 

 
Bu web sitesi ücretsiz olarak Bedava-Sitem.com ile oluşturulmuştur. Siz de kendi web sitenizi kurmak ister misiniz?
Ücretsiz kaydol